საზოგადოება
29/07/2022

პრემიერი: დადასტურდა, რომ საქართველოში სანქციების გვერდის ავლა არ ხდება

პრემიერის განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშით დადასტურდა, რომ საქართველოში სანქციების გვერდის ავლა არ ხდება. 
 
ამასთან, მისი თქმით, კერძო საკუთრების დაცვასთან მიმართებაში მიდგომა შეცვლილია. ყველა ადამიანს აქვს უფლება, თავისუფლად ფლობდეს ქონებას, განავითაროს ბიზნესი. 
 
"ბიზნესი არის ხელშეუხებელი, ისევე როგორც ადმიანების კერძო საკუთრება, ეს არის ხელშეუხებელი უფლება ჩვენი მოქალაქეების. ჩვენ მაქსიმალური გამჭვირვალობით ვმუშაობთ, ვიმუშავებთ და მომავალშიც ასე გავაგრძელებთ. 
 
რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას,კარგად მოგეხსენებათ, როგორი მძიმე ვითარებაა დღეს მსოფლიოში, არა თუ ჩვენს რეგიონში. რა თქმა უნდა, პანდემიის დროს გლობალური ეკონომიკა შემცირდა, ქვეყნების ეკონომიკებმა განიცადეს უკუსვლა და 2020 წელს ჩვენ ასევე გვქონდა ძალიან დიდი ჩავარდნა ეკონომიკაში, მაგრამ გასულ წელს ჩვენს მიერ გადადგმული საკმაოდ გაბედული, გააზრებული და გონივრული ნაბიჯების შედეგად, ჩვენი ეკონომიკა შარშან გაიზარდა, უპრეცედენტოდ მაღალი ორნიშნა ზრდა მივიღეთ, 10,8 %-ის ზრდა მივიღეთ შარშან.
 
წელს თითქმის დასრულებულია შეიძლება ითქვას პანდემია, აღარ არის ისეთი გამოწვევა, მაგრამ 21-ე საუკუნის ყველაზე დიდი გამოწვევა რაც არის ომი უკრაინაში, არის ძალიან დიდი გამოწვევა ჩვენი რეგიონისთვის, ჩვენი ქვეყნებისთვის, მთელი ევროპისთვის და მსოფლიოსთვის. მოსალოდნელია, რომ წელს მსოფლიო ეკონომიკა შემცირდება და ევროპაში ელოდებიან რეცესიას, ძალიან რთული ვითარებაა ენერგეტიკის ფასთან დაკავშირებით, ინფლაცია არის დიდი გამოწვევა მთელ ევროპაში და მსოფლიოში შეიძლება ითქვას, ისტორიულ მაქსიმუმზეა ასული ინფლაცია და ხელშესახები ზრდა არ ფიქსირდება სხვა ქვეყნებში, ევროპის ქვეყნებსა და მთელ მსოფლიოში",- განაცხადა პრემიერმა.
 
 
Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023