საზოგადოება
11/04/2022

პრემიერი: არავითარი მეორე ფრონტი არ იქნება საქართველოში

პრემიერის განცხადებით, საქართველოში მეორე ფრონტი არ იქნება და ხელისუფლება მოქალაქეების დაცვას განაგრძობს. 

"ჩვენ გვაქვს ძალიან პოზიტიური მოლოდინები, იმის მიუხედავად, რაც ხდება უკრაინაში - უბედურება, ტრაგედია, ომი; ამიტომ, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ მშვიდობა, სტაბილურობა და ხელი შევუწყოთ განვითარებას.

არავითარი მეორე ფრონტი არ იქნება საქართველოში, ჩვენ ამას არ დავუშვებთ და გავაგრძელებთ ჩვენი მოქალაქეების და ჩვენი სახელმწიფოს დაცვას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.