საზოგადოება
18/11/2020

პომპეო: ვირუსს ერთად გავუმკლავდებით, ხალხს გავუფრთხილდებით და ეკონომიკას ავამუშავებთ

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის გიორგი გახარიასთან შეხვედრაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი კორონავირუსით გამოწვეული პრობლემები იყო.

"მთელი მსოფლიო და მათ შორის საქართველო, იმყოფება ჩინეთიდან მომდინარე ვირუსის გამოწვევის წინაშე. მას ერთად გავუმკლავდებით, ჩვენს ხალხს გავუფრთხილდებით და ეკონომიკას ავამუშავებთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ქვეყნის, რეგიონისა და მსოფლიოს კეთილდღეობისთვის," - განაცხადა მაიკლ პომპეომ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე.

მისი თქმით, აშშ-სა და საქართველოს 30 წლის განმავლობაში შესანიშნავი მეგობრული ურთიერთობები აკავშირებთ.

„მიხარია, რომ აქ ვიმყოფები. მნიშვნელოვანი საკითხები იქნება განსახილველი და ყველა თქვენს მიერ ჩამოთვლილი ასპექტი შესაბამისად მოვინიშნეთ. ჩვენ შესანიშნავი მეგობრები ვართ უკვე 30 წელია. მხარს გიჭერთ დემოკრატიულ საკითხებში და ერთად ვმუშაობთ იმ საკითხებზე, რომლებიც თქვენი ქვეყნის ოკუპაციიდან მომდინარე ტკივილსა და სირთულეს უკავშირდება. ყველაფერს გავაკეთებთ მომავალშიც თქვენი ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესის მხარდასაჭერად, ინსტიტუტების გასაძლიერებლად, რაც მნიშნელოვანია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის და ყოველივე იმისთვის, რაც მომდინარეობს ჯანსაღი დისკუსიიდან და დემოკრატიიდან. მადლობას გიხდით მასპინძლობისთვის. ვაფასებ ამ შესაძლებლობას და მოხარული ვარ თქვენთან შეხვედრით“, - აღნიშნა მაიკლ პომპეომ.