პირველად თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენას "ასტანას ბალეტი" ეწვევა
14 და 15 ნოემბერს, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის ისტორიულ სცენას ყაზახეთის დედაქალაქის ახალი დასი „ასტანას ბალეტი“ ეწვევა. კონტრასტული და, ამავდროულად, დახვეწილი პროგრამა ქართველ მაყურებელს საოცარ სამყაროში ამოგზაურებს. პირველ დღეს დასი ერთმოქმედებიან ბალეტებს „სალომესა“ და „A Fuego Lento-ს“ შეასრულებს, მეორე დღეს კი საკონცერტო პროგრამით „დიდი სტეპის მემკვიდრეობა“ წარსდგება.
„მსახიობებისთვის და ჩვენი თეატრისთვის ეს გასტროლი ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ პირველად წავრსდგებით ახალგაზრდა დასით თბილისის ოპერისა და ბალეტის ისტორიულ სცენაზე. რა თქმა უნდა, ძალიან აღელვებულები ვართ და განვიცდით, ვიმედოვნებთ, რომ თბილად მიგვიღებს ქართველი მაყურებელი და პროგრამას, რომელსაც წარვუდგენთ, მოეწონებათ. შევეცადეთ, დადგმები ყოფილიყო, რაც შეიძლება დატვირთული და მრავალფეროვანი. გვჯერა, მაყურებლის გულამდე მივალთ და მათ მოწონებასაც დავიმსახურებთ. ამჟამად, მომზადების პროცესში ვართ, რეპერტიციებს ვატარებთ და მალე თბილისში შევხდებით,“ - აღნიშნავს „ასტანა ბალეტის“ თეატრის წამყვანი მოცეკვავე ტატიანა ტენი.
აღსანიშნავია, რომ დღევანდელი დღისთვის „ასტანა ბალეტი“ წარმოადგენს, ყაზახეთის რესპუბლიკის ერთ-ერთ წამყვან ქორეოგრაფიულ კოლექტივს, რომელსაც ათასობით გულშემატკივარი ჰყავს მთელ მსოფლიოში. ის ეწევა აქტიურ საგასტროლო და საკონცერტო საქმიანობას, როგორც ქვეყანის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ: არტისტები უკვე წარდგნენ ყველაზე პრესტიჟულ სცენებზე პეკინსა და შანხაიში (ჩინეთი), პარიზში (საფრანგეთი), ვენაში (ავსტრია), სეულში (კორეა), ბუდაპეშტში (უნგრეთი), ბაქოში (აზერბაიჯანი), ნიუ-იორკში (აშშ), ტოკიოში (იაპონია), ვარშავაში (პოლონეთი), მინსკში (ბელორუსია), ბრიუსელში (ბელგია), მილანში (იტალია), მონტე კარლოში (მონაკო), დუბაიში (არაბთა გაერთიანებული საამიროები).
„ჩვენთვის საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა, დიდი პასუხისმგებლობაა განთქმულ სცენაზე პირველად გამოსვლა, ჩვენ გვსურს ვაჩვენოთ საბალეტო ოსტატობის მაღალი ხარისხი. ჩვენ განსაკუთრებული ყურადღებით მივუდექით საგასტროლო აფიშის შერჩევას, არჩევანი ჩვენს მთავარ მიმართულებაზე გაკეთდა - თანამედროვე და ნეოკლასიკურ ბალეტზე, ასევე ჩვენი რეპერტუარის სიამაყეზე - ყაზახი და უცხოური საზოგადოების მიერ აღიარებულ ეროვნულ დივერსიმენტზე. „ასტანა ბალეტის“ დასის მსახიობები მოუთმენლად ელოდებიან ქართველ მაყურებელთან შეხვედრას. ჩვენ საკმაოდ დიდი ხანია გვინდოდა საქართველოში ჩამოსვლა, რათა „ასტანა ბალეტის“ ხელოვნება ქართველი მაყურებლისთვის გაგვეცნო. წელს მოგვეცა შესაძლებლობა 14-15 ნოემბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე წავრსდგეთ. ჩვენ ახალგაზრდა თეატრი გვყვავს, გვიყვარს ექსპერიმენტები და სიახლეები, რაც ყოველთვის ამართლებს. ვიმედოვნებთ, რომ არტისტებისა და თეატრის მთელი გუნდის შემოქმედება დიდხანს დარჩება ქართველი მაყურებლის გულებში, ხოლო ჩვენ მოუთმენლად დაველოდებით მათთან შეხვედრას. დიდი იმედი მაქვს, რომ ქართველი მაყურებლის წინაშე კიდევ ბევრჯერ წავრსდგებით,“ - აღნიშნა თეატრის დირექტორმა ალექსანდრე სოვოსტიანოვმა.
მნიშვნელოვანია, რომ პირველ დღეს მაღალი ხელოვნების შემფასებლებისთვის წარმოდგენილი იქნება რიკარდო ამარანტეს ნეოკლასიკური ბალეტი "A Fuego Lento" შიფრინის, პიაცოლას, გარდელისა და კოსუგის მუსიკაზე. ეს არის ბალეტმეისტერის ფანტაზიის „თავისუფალი ფრენა“ სიყვარულსა და სურვილზე. ერთმოქმედებიანი ბალეტის თითოეული ნომერი წარმოადგენს ქორეოგრაფიულ მინიატურებს ყველაზე ტემპერამენტული და ემოციური ცეკვის - ტანგოს ელემენტებით, რომელშიც განსაკუთრებული როლი ენიჭება ვირტუოზული შესრულების ტექნიკას, ნამდვილ მზგნებარებას და ჭეშმარიტ გრძნობებს. ერთადერთი, რასაც ტანგო ვერ იტანს, არის თვალთმაქცობა და ფარსი, რადგან არ არსებობს ჩვენი გრძნობებისა და ემოციების უფრო სანდო „სიცრუის დეტექტორი“, ვიდრე საყვარელი ადამიანის გულში ჩაკვრა.
იმავე დღეს, მეორე განყოფილებაში, მაყურებელი იხილავს ოსკარ უაილდის პიესის მიხედვით დადგმულ საოცარ სპექტაკლს „სალომე“ ფაზილ საიას მუსიკაზე თეატრის მთავარი ბალეტმეისტერის მუქარამ ავახრის ქორეოგრაფიით. ბიბლიური სიუჟეტი ავტორის ინტერპრეტაციით საშუალებას მოგცემთ ჩაიძიროთ გრძნობების ნათელ სამყაროში, ხოლო მთავარი გმირების რთული კონტრასტული გამოსახულებები საშუალებას მისცემს საზოგადოებას ახადოს ფარდა ადამიანის სულის საიდუმლოებას. ბალეტმეისტერი სვამს მარადიულ კითხვებს სიბნელესა და სინათლეს შორის ბრძოლის შესახებ, მაგრამ მათ უპასუხოდ ტოვებს და ყველას სთავაზობს არჩევანის დამოუკიდებლად გაკეთებას. სპექტაკლის კულმინაცია ახალგაზრდა სალომეს ცეკვაა, უჩვეულოდ პოპულარული ეპიზოდი იმ მხატვრების, მოქანდაკეებისა და კომპოზიტორების წყალობით, რომლებმაც ის თავიანთ შემოქმედებებში აღბეჭდეს.
მეორე დღეს „ასტანა ბალეტის“ თეატრის კოლექტივი წარადგენს ყაზახეთის დამსახურებული მოღვაწეების აიგულ ტატისა და მუქარამ ავახრის მიერ დადგმულ ეროვნულ დივერსიმენტს „დიდი სტეპის მემკვიდრეობა“. საცეკვაო მინიატურების უნიკალური კოლექცია, რომელიც ჰარმონიულად აერთიანებს ეთნოგრაფიულ მასალას და თანამედროვე ქორეოგრაფიას, მაგრამ ამავე დროს ინარჩუნებს ეროვნული ცეკვის ხასიათსა და ორიგინალურობას, უცვლელად შედის თეატრის საგასტროლო აფიშაში. ესთეტიკა, სანახაობა, სიღრმე და განუმეორებელი მხატვრული გამოსახულებები ღრმად წვდება სულს და აღაფრთოვანებს მაყურებელს მთელ მსოფლიოში.
გასტროლები გაიმართება ყაზახეთის რესპუბლიკის კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით.