საზოგადოება
02/05/2022
პირბადე სავალდებულო მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში იქნება
დღეიდან პირბადის ტარების ვალდებულება მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში იქნება.
პრემიერის განცხადებით ეპიდსიტუაცია დასტაბილურებულია. ბოლო 12 საათში კორონავირუსის მხოლოდ 51 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
"ეს ვაძლევს საშუალებას, რომ კიდევ უფრო შევამსუბუქოთ რეგულაციები. დღეიდან პირბადის სავალდებულო ტარება მოიხსნება, მათ შორის, სკოლებში, რადგან ბავშვები განსაკუთრებით წუხან და არა მხოლოდ ბავშვები. ჩვენ რა თქმა უნდა, დავაკვირდებით დინამიკას და შესაბამისად ვიმოქმედებთ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.