საზოგადოება
26/04/2022
პარლამენტმა საქსტატის საბჭოს წევრად გოგიტა თოდრაძე აირჩია
პარლამენტმა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საბჭოს წევრად გოგიტა თოდრაძის კანდიდატურას 80 ხმით მხარი დაუჭირა. რაც შეეხება ალექსანდრე არაბულის კანდიდატურას, მან მხოლოდ 7 დეპუტატის მხარდაჭერა მოიპოვა.
პარლამენტს საქსტატის საბჭოს წევრის ასარჩევად გოგიტა თოდრაძის და ალექსანდრე არაბულის კანდიდატურები პრემიერ-მინისტრმა წარუდგინა.
ინფორმაციისთვის, გოგიტა თოდრაძე 2018 წლიდან იკავებს როგორც საქსტატის საბჭოს წევრის, ისე საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას. მას აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე უფლებამოსილებს 4 წლიანი ვადა მაისში ეწურება.