საზოგადოება
25/11/2020
პარკირების ახალი სისტემა ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგზეც ამოქმედდება
საბურთალოს რაიონში, პეკინის გამზირის შემდეგ, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ვაჟა-ფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირებზე ამოქმედდება.
პროექტის ამოქმედების ზუსტი პერიოდი ამ დროისთვის უცნობია.
ადგილობრივ მოსახლეობას უფასო პარკირების სისტემის სარგებლობისთვის საკუთარი ავტომობილების დარეგისტრირება მოუწევს.
შშმ პირებისთვის, A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისა და ელექტრომობილების მფლობელებისთვის პარკირება უფასოა.
მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, ვაჟა-ფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირებზე მუნიციპალური პავილიონები განთავსდება.