პარკირების ახალი სისტემა ვაკეშიც ამოქმედდება
ზონალურ-საათობრივი პარკირების ახალი სისტემა ვაკეშიც ამოქმედდება. კონკრეტულად, ახალი სისტემა აბაშიძეზე, ფალიაშვილსა და მათი მკვეთ ქუჩებზე დაინერგება.
მუნიციპალური პავილიონები ამ მიზნით პეკინის გამზირიდან 20 ოქტომბრიდან ვაკეში გადაინაცვლებს.
კახა კალაძის თქმით, 10 ოქტომბრის შემდეგ საბურთალოს მოსახლეობა უფასო პარკირებისთვის ავტომანქანების დარეგისტრირებას თბილისის პარკინგის ვებგვერდზე შეძლებს.
მერმა მოსახლეობას მოუწოდა, მიმართონ პეკინის გამზირზე განთავსებულ პავილიონებს და უფასო პარკირებით სარგებლობის მიზნით, დროულად დაარეგისტრირონ სატრანსპორტო საშუალებები.
"20 ოქტომბრიდან, ვაკის რაიონში განთავსდება ეს მუნიციპალური პავილიონები, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა, მიიღოს სრული ინფორმაცია და დაარეგისტრირონ ავტომანქანები უფასო პარკირებისთვის. პარკირება უფასო იქნება ადგილობრივი მოსახლეობისთვის, შშმ პირებისთვის, A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის და ელექტრომობილებისთვის. დანარჩენ შემთხვევაში გადასახადი იქნება საათში ერთი ლარი. ანალოგიური მიდგომა ქალაქის სხვა ქუჩებზეც გავრცელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.