ფოტო: paata.ge
საზოგადოება
26/09/2022

Paata.ge-ს დამფუძნებელი: კერძო სკოლებთან უფრო წარმატებით ვთანამშრომლობთ, ვიდრე საჯაროებთან

სკოლებისთვის დაწესებული სასკოლო ექსკურსიების რეგულაციები კერძო სკოლების შემთხვევაში ფაქტობრივად არ მოქმედებს, რადგან ექსკურსიები 150 კილომეტრზე შორ მანძილზე და ქვეყნის გარეთაც აქტიურად ეწყობა. ასევე რეალურად არ მოქმედებს შეზღუდვა, რომლის თანახმად აკრძალულია ღამისთევით ბავშვების ექსკურსიაზე დარჩენა. ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ ტურისტული კომპანია paata.ge-ს დამფუძნებელმა პაატა ვარდანაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, მისი კომპანია ძირითადად კერძო სკოლებზე მუშაობს, რადგან საჯარო სკოლების წარმომადგენლებისთვის კომპანიის მიერ შეთავაზებული ტარიფი ხშირ შემთხვევაში მაღალია და ისინი მომსახურებას შეღავათიან ფასად ითხოვენ, რაც, როგორც ვარდანაშვილი ამბობს, სერვისის გაუარესების ხარჯზე მიიღწევა, მათ შორის ტრანსპორტის კუთხითაც. ეს კი, მისივე განცხადებით, დაუშვებელია, როდესაც საუბარია ბავშვების უსაფრთხოებაზე.

„ჩვენ გვიკავშირდებიან ექსკურსიის ორგანიზატორები და ჩვენ კანონმდებლობისა და უსაფრთხოების სრული დაცვით ვემსახურებით მათ. განსაკუთრებული მოთხოვნა, როგორც ყოველ წელს, წელსაც მაის-ივნისში იყო. გვაქვს მომსახურება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე თურქეთში - ბოლო პერიოდში უფროსკლასელებს შორის პოპულარული გახდა ტრაპიზონის ტური, რომლითაც ძირითადად უფროსკლასელები ინტერესდებიან. მომსახურებაში შედის გამართული ავტოტრანსპორტი, კვების ობიექტებში მისვლა და გიდი, რომელიც, სასკოლო ექსკურსიის სპეციფიკიდან გამომდინარე, ანიმატორის ფუნქციასაც ითავსებს. ჩვენი კომპანია კერძო სკოლებთან უფრო წარმატებით თანამშრომლობს, ვიდრე საჯაროებთან, რადგან კერძო სკოლების შემთხვევაში მომხმარებელი უფრო გადახდისუნარიანია, ამასთან, ისინი მეტად არიან ორიენტირებულები ექსკურსიის შემეცნებით მხარეზე. აქვთ მეტი მოთხოვნა ხარისხზე. თუ ლაშქრობაა, მინიმუმ 2 გამოცდილი ადამიანი გვყავს, რომლებიც მონაწილეების წინ და ბოლოში „ჩამკეტის“ როლს ასრულებენ. ნავით გასეირნების დროს მონაწილეებს აუცილებლად უნდა ეცვათ სპეციალური ფორმა და ჟილეტები. ჩვენი ექსკურსიების დროს აკრძალულია წყალში შესვლა. ხარისხის და უსაფრთხოების გარანტი უსაფრთხოების მაღალი სტანდარტია, რომელშიც მომხმარებელი შესაბამის ფასსაც იხდის,“ - ამბობს პაატა ვარდანაშვილი.

რაც შეეხება ფასებს, მისი თქმით, საშუალოდ, ტარიფი 50 ლარიდან იწყება, თუმცა მინიმალური ფასის შემთხვევაში მომსახურება არ ითვალისწინებს კვებას - ეს ის შემთხვევაა, როდესაც ექსკურსიის მონაწილეებს თავად მიაქვთ საკვები „პიკნიკისთვის“. ხოლო როდესაც პაკეტში რესტორანიც შედის, ფასები 70 ლარს აღემატება. ტრაპიზონის ტური საშუალოდ ადამიანზე 1000 ლარი ჯდება.

პაატა ვარდანაშვილის თქმით, ექსკურსიებზე მოთხოვნა მაღალი იყო როგორც მიმდინარე, ისე პანდემიის წლებშიც.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023