საზოგადოება
12/08/2021

პაატა იმნაძე: ინდოეთთან შედარებით 5-ჯერ მეტი ავადობა გვაქვს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის შეფასებით, ავადობის რაოდენობით, საქართველოში იმაზე უარესი სიტუაციაა, ვიდრე ინდოეთში იყო. 

“100 000 მოსახლეზე გადაანგარიშებით, ავადობა იმაზე 5-ჯერ მეტი გვაქვს, რაც ინდოეთში იყო. ამას უძლებენ ჩემი კოლეგები“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ. 

ამ ეტაპზე საქართველოში ეპიდვითარება დამძიმებულია. დღიურად ახალი შემთხვევების გარდა, გაზრდილია გარდაცვლილთა რიცხვიც.