ფოტო: ირაკლი გედენიძე
საზოგადოება
14/12/2022

ორბელიანის მოედანზე "საახალწლო სოფელი" 23 დეკემბერს გაიხსნება

„საახალწლო სოფელი“ 23 დეკემბერს, ორბელიანის მოედანზე გაიხსნება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ორბელიანის მოედანზე 13 იანვრის ჩათვლით, საბავშვო-გასართობი წარმოდგენები, კონცერტები, ზღაპრის გმირების სადღესასწაულო მსვლელობები, სხვადასხვა აქტივობა და  მუსიკალური საღამოები გაიმართება.

„ორბელიანის მოედანი, 9 აპრილის ბაღი და ათონელის ქუჩა მოირთვება მრავალფეროვანი საახალწლო დეკორაციითა და ინსტალაციებით. 23 დეკემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით, „საახალწლო სოფელში“ ყოველდღიურად გაიმართება საბავშვო-გასართობი წარმოდგენები, კონცერტები, ზღაპრის გმირების სადღესასწაულო მსვლელობები, სხვადასხვა აქტივობა, საღამოობით კი, მუსიკალური საღამოები ჩატარდება“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, საახალწლო გალაკონცერტი ევროპის მოედანზე, 31 დეკემბერს გაიმართება.

 

„31 დეკემბერს გელოდებით  ევროპის მოედანზე, გალაკონცერტზე.  ერთად შევხვდეთ 2023 წელს, ბედნიერი და  უკეთესი მომავლის მოლოდინით. ყველაზე მთავარი მაინც ჩვენი განწყობა და სურვილებია, რადგან სასწაული სხვა არაფერია, თუ არა ის, რომ ყველამ ერთად ვინატროთ მშვიდობა მთელ მსოფლიოში, კეთილდღეობა ყველა ოჯახში, ჩვენი საყვარელი ადამიანების ჯანმრთელობა, განათლებული და წარმატებული მომავალი თაობა, ქვეყნის წინსვლა და განვითარება. ერთად აღვნიშნოთ საახალწლო დღეები ჩვენს ულამაზეს დედაქალაქში“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023