საზოგადოება
18/01/2023

ონში აგრარული ბაზრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება

 ონში აგრარული ბაზრის სარეაბილიტაციო სამუშოები დაიწყება - ამის შესახებ ინფორმაცია ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა.

მისი ინფორმაციით, მშენებლობის პროექტირება უკვე დასრულდა.

"არსებული ბაზარი, ტერიტორიის სიმცირის გამო ვერ აკმაყოფილებს მოსახლეობის მოთხოვნებს, რის გამოც საჭირო გახდა პროექტის დაგეგმვა, რათა უახლოეს მომავალში სრულად განახლდეს ყოფილი ბაზრის ტერიტორია, სადაც მოეწყობა ღია და დახურული სავაჭრო ფართები, აშენედება ადმინისტრაციული და დამხმარე შენობები, რომელიც შესაბამისობაში იქნება თანამედროვე სტანდარტების მოთხოვნებთან და სრულად დააკმაყოფილებს ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნებს.

პროექტის განხორციელების შემთხვევაში, მოხდება ქალაქის ცენტრში არსებული ტერიტორიის კეთილმოწყობა. ხელი შეეწყობა სოციალური გარემოს გაუმჯობესებას, გაიზრდება მომსახურების ხარისხი,"-წერს გოჩა ენუქიძე. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023