საზოგადოება
24/01/2022

ნონა გაფრინდაშვილი VS Netflix - გახმაურებულ საქმეზე სასამართლო მოსმენა დღეს გაიმართება

ნონა გაფრინდაშვილის გახმაურებულ სარჩელზე “ნეთფლიქსის” წინააღმდეგ აშშ-ს კალიფორნიის შტატის სასამართლოში ღია (ზეპირი) განხილვა, მხარეთა მონაწილეობით დღეს კალიფორნიის დროით 14:00 საათზე არის ჩანიშნული (საქართველოს დროით 25 იანვარს, 02:00 საათზე). 

Netflix-ის შუამდგომლობასა და ნონა გაფრინდაშვილის საპასუხო პოზიციასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილებაც სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი.

ქართველმა მოჭადრაკემ, ნონა გაფრინდაშვილმა Netflix-ის წინააღმდეგ ლოს ანჯელესის ფედერალურ რაიონულ სასამართლოში სარჩელი სექტემბერში შეიტანა. როგორც იცით საქმე ეხება ცნობილი სერიალის The Queen’s Gambit–ის ფინალურ ეპიზოდს, სადაც ცრუ ინფორმაციაა გაჟღერებული. ქართველი მოჭადრაკე 5 მლნ დოლარის ანაზღაურებას ითხოვს.

ქართველი მოჭადრაკე მიიჩნევს, რომ Netflix-მა მისი მიღწევები დააკნინა, რათა ბეთ ჰარმონი, შოუს მთავარი გმირი, წარმოედგინა, როგორც უფრო ძლიერი მოჭადრაკე.

ასევე, ნონა გაფრინდაშვილი მოხსენიებულია, როგორც რუსი მოჭადრაკე, რომელსაც არასოდეს უთამაშია მამაკაცებთან, რაც სიცრუეა. 

აღსანიშნავია, რომ Netflix-მა სასამართლოში სამართალწარმოების შეწყვეტის შესახებ იშუამდგომლა.

ნონა გაფრინდაშვილის ინტერესების დამცვლებმა საპასუხო პოზიცია სასამართლოს 3 დეკემბერს წარუდგინეს.

სასარჩელო მოთხოვნაა ამოიღონ ნონა გადრინდაშვილის კარიერული მიღწევების დამაკნინებელი ეპიზოდები და Netflix-მა აანაზღაუროს ზარალი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023