Netflix-ი ნონა გაფრინდაშვილის საქმეზე სასამართლოში სამართალწარმოების შეწყვეტას ითხოვს
ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ის წინააღმდეგ - კომპანიამ სასამართლოში სამართალწარმოების შეწყვეტის შესახებ იშუამდგომლა.
ნონა გაფრინდაშვილის ინტერესების დამცველთა განცხადებით, დაიკითხა სერიალის სცენარისტი და პროდიუსერი ფრენკ სკოტი, რომელმაც თავის მხრივ თქვა, რომ იცოდა სიმართლე ლეგენდარული მოჭადრაკის კარიერული მიღწევების შესახებ, რაც იურისტების თქმით, ადასტურებს Netflix-ის მიერ მცდარი ინფორმაციის მიზანმიმართულ გავრცელებას.
ნონა გაფრინდაშვილის ინტერესების დამცვლებმა საპასუხო პოზიცია სასამართლოს უკვე წარუდგინეს 3 დეკემბერს. არგუმენტები ძირითადად, ფრენკ სკოტის ჩვენებას ეყრდნობა.
ნონა გადრინდაშვილის ინტერესების დამცველები მოჭადრაკე გარი კასპაროვის დაკითხვას ითხოვენ, რაზეც, მათივე ინფორმაციით, სასამრთლომ უარი თქვა.
“თუ სასამართლო მიუხედავად ჩვენი ამ მტკიცებულებებისა მაინც ჩათვლის საჭიროდ რომ აკლია სარწმუნო ფაქტები, ჩვენ უკვე სასამართლოს ვთხოვთ დაკითხოს კასპაროვი. ამის შენდეგ ის უარს ვეღარ გვეტყვის კასპაროვის დაკითხვაზე. ეს არის ამ ეტაპზე ჩვენი სტრატეგია. ჩვენ მოვითხოვთ სერიალის ეპიზოდის გასწორებას და ზარალის აბაზღაურებას,” - აცხადებს იურისტი მაია მწარიაშვილი.
სასარჩელო მოთხოვნაა ამოიღონ ნონა გადრინდაშვილის კარიერული მიღწევების დამაკნინებელი ეპიზოდები და Netflix-მა აანაზღაუროს ზარალი.
გახმაურებულ სარჩელზე “ნეთფლიქსის” წინააღმდეგ აშშ-ს კალიფორნიის შტატის სასამართლოში ღია (ზეპირი) განხილვა, მხარეთა მონაწილეობით და ზეპირი მოსმენით 24 იანვარს, 14:00 საათზე არის ჩანიშნული. Netflix-ის შუამდგომლობასა და ნონა გაფრინდაშვილის საპასუხო პოზიციასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილებაც სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი.
ქართველმა მოჭადრაკემ, ნონა გაფრინდაშვილმა Netflix-ის წინააღმდეგ ლოს ანჯელესის ფედერალურ რაიონულ სასამართლოში სარჩელი სექტემბერში შეიტანა. როგორც იცით საქმე ეხება ცნობილი სერიალის The Queen’s Gambit–ის ფინალურ ეპიზოდს, სადაც ცრუ ინფორმაციაა გაჟღერებული. ქართველი მოჭადრაკე 5 მლნ დოლარის ანაზღაურებას ითხოვს.
ქართველი მოჭადრაკემიიჩნევს, რომ Netflix-მა მისი მიღწევები დააკნინა, რათა ბეთ ჰარმონი, შოუს მთავარი გმირი, წარმოედგინა, როგორც უფრო ძლიერი მოჭადრაკე.
ასევე, ნონა გაფრინდაშვილი მოხსენიებულია, როგორც რუსი მოჭადრაკე, რომელსაც არასოდეს უთამაშია მამაკაცებთან, რაც სიცრუეა.