საზოგადოება
18/02/2021

ნინო ზამბახიძე: გიორგი გახარიამ დასანანი, თუმცა ყველაზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო

გიორგი გახარიას გადადგომას ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში ეხმიანება. ნინო ზამბახიძე გახარიას ადამიანურ თვისებებზე ამახვილებს ყურადღებას და წერს, რომ იშვიათად ყოლია ამ ქვეყანას მისნაირი ღირსეული ადამიანი.

"გიორგი გახარია 2012 წელს გავიცანი როდესაც ბიზნესომბუდსმენი გახდა, რამდენიმე ჩემს მეგობარს, რომლებსაც ბიზნესში პრობლემები ჰქონდათ დაეხმარა თუმცა ოპოზიციური პარტის მომხრები იყვნენ. სულ ამბობდა არ აქვს მნიშვნელობა პოლიტიკურ მრწამს თუ სიმართლე ადამიანის მხარეს არის ის არ უნდა დაიჩაგროსო. მაშინ მივხვდი რამდენად სწორი ღირებულების მატარებელი იყო. წლებია მასთან ვმეგობრობ და ვთვლი რომ იშვიათად ყოლია ამ ქვეყანას მისნაირი ღირსეული ადამიანი. დასანანი თუმცა ყველაზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო დღეს! არც ბასიანი იყო მისი, არც 20 ივნისი იყო მისი და არც ეს იქნებოდა მისი!" - წერს ნინო ზამბახიძე სოციალურ ქსელში.