საზოგადოება
10/01/2023

ნინო თანდილაშვილი კლიმატის მწვანე ფონდის მმართველი საბჭოს წევრად აირჩიეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ქვეყნების წარდგინებით,  კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) მმართველი საბჭოს წევრად აირჩიეს.

კლიმატის მწვანე ფონდი (GCF) გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (UNFCCC) მიერ 2014 წელს დაარსდა. განვითარებად ქვეყნებში კლიმატის ცვლილებით წარმოქმნილ გამოწვევებთან გამკლავების მიზნით, კლიმატის მწვანე ფონდში ფინანსების უპრეცედენტოდ მასშტაბური აკუმულირება ხდება.

საქართველო მჭიდროდ და ნაყოფიერად თანამშრომლობს GCF-თან. დღეისთვის, ჩვენს ქვეყანაში, აღნიშნული ორგანიზაციის მხარდაჭერით, რამდენიმე დიდი პროექტი მიმდინარეობს.

ფონდის მმართველ საბჭოში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილის არჩევა აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ქვეყნებს, მათ შორის, საქართველოს, საშუალებას მისცემს, კიდევ უფრო გააღრმავოს ურთიერთობა აღნიშნულ ორგანიზაციასთან, ხელმისაწვდომი გახდეს კლიმატგონივრული ტექნოლოგიები და გაიზარდოს მწვანე დაფინანსება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023