ნიკოლოზ გამყრელიძე: წინა კვირებიდან გამომდინარე, რეანიმაციული პაციენტების რაოდენობა გაიზრდება
„საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ დირექტორი ნიკოლოზ გამყრელიძე ჯანდაცვის სექტორში არსებულ მდგომარეობას „ბიზნესპარტნიორთან“ აფასებს. მისი თქმით, ბოლო 5–6 კვირა საკმაოდ რთული იყო ჯანდაცვის სექტორისთვის.
„ბოლო რამდენიმე კვირა ვირუსის გამოვლენის მხრივ მსოფილოში პირველ ადგილზე ვიყავით, თუმცა ასე თუ ისე გაუძლო სისტემამ. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ სისტემაშიც და ჩვენს ქსელშიც, რომელიც ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორია, დღეს თუ 7000 ათასი საწოლია კორონავისრუსით ინფიცირებულთათვის, აქედან 20% ჯანდაცვის ჯგუფს აქვს გამოყოფილი.
გადავდივართ მეორე ფაზაში, რეანიმაციული პაციენტები იმატებს, წინა კვირების მონაცემებიდან გამომდინარე, მათი დამძიმების ხარისხი იზრდება, რაც სამწუხაროდ სიკვდილიანობაზეც აისახება. სისტემურად, ჩვენც და ჯანდაცვის ნაწილმაც აქტიურად იმუშავა და როგორც გითხარით 1300 საწოლზე მეტი GHG-ს აქვს გამოყოფილი.“– აღნიშნავს ნიკოლოზ გამყრელიძე.