საზოგადოება
12/08/2021

NDI: ვაქცინაციის მიმართ სკეპტიციზმი თბილისის გარეთ მცხოვრებ და ნაკლებად შეძლებულ მოქალაქეებშია

NDI-ის კვლევით, გამოკითხული მოსახლეობის 42% ფიქრობს, რომ კორონავირუსის პანდემიასთან მიმართებაში ყველაზე ცუდი ჯერ კიდევ წინ არის. 

45% მიიჩნევს, რომ საქართველოში ვაქცინაციის პროცესი ცუდად მიმდინარეობს. საწინააღმდეგო მოსაზრება აქვს 37%-ს და ამბობს, რომ პროცესი კარგად მიმდინარეობს. 

მოქალაქეების 42%-ს ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით საკმარისი ინფორმაცია არ აქვს, 54%-ს, აქვს. უფრო მეტად ინფორმირებულები თბილისში მცხოვრები მოქალაქეები არიან. 

ინფორმაციის ნაკლებობა განსაკუთრებით მაღალია სოფლის ტიპის დასახლებებში. მოსახლეობის ნახევარზე მეტი ამბობს, რომ არ იცის, როგორ დარეგისტრირდეს საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ვაქცინაციის ონლაინ პლატფორმაზე. ეს მაჩვენებელი სოფლის ტიპის დასახლებებში 71%-ია. 

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიმართ სკეპტიციზმი კვლავ მაღალია. მხოლოდ 35% ამბობს, რომ აიცრებოდა, ხოლო 47% - არ აიცრებოდა. ვაქცინის მიმართ სკეპტიციზმი ყველაზე მეტად 55 წლამდე მოსახლეობაში, თბილისის გარეთ მცხოვრებ ადამიანებში და ეკონომიკურად ნაკლებად შეძლებულ მოქალაქეებში შეინიშნება. 

ვაქცინის მიმართ უარყოფითად განწყობილი ადამიანები (47%) მთავარ მიზეზად ვაქცინის ხარსხს და მოქალაქეების 20% ვაქცინის ჯანმრთელობის პრობლემებთან შეუთავსებლობას ასახელებენ. 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
03

19/05/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
05

25/03/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022