საზოგადოება
02/11/2020

ნათია თურნავა თვითიზოლაციაშია

პრემიერის შემდეგ, თვითიზოლაციაში ეკონომიკის მინისტრი გადავიდა.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, კოვიდინფიცირებულთან მჭიდრო კონტაქტის გამო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა თვითიზოლაციაში გადავიდა.

"ამ ეტაპისთვის მას არ აღენიშნება კოვიდ 19-სთვის დამახასიათებელი რაიმე სიმპტომი და თავს კარგად გრძნობს", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ თვითიზოლაციაშია საქართველოს პრემიერი. ცნობილია, რომ გიორგი გახარიას პირადი დაცვის რამდენიმე წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა.