ნათია თურნავა: რიონის ხეობის განვითარების ₾5 მლნ-იანი ფონდი შეიქმნება
რიონის ხეობის სოფლების მხარდასაჭერად მთავრობის გადაწყვეტილებით, რიონის ხეობის განვითარების ფონდი შეიქმნება. ფონდის მთლიანი მოცულობა 5 მილიონი ლარი იქნება და ის ადგილობრივების პრობლემების მოგვარებას მოემსახურება, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ქუთაისში მორიგ შეხვედრაზე, რომელიც ნამახვანი ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით ადგილობრივებთან და დაინტერესებულ პირებთან ერთად მიმდინარეობს.
"შეიქმნება რიონის ხეობის განვითარების ფონდი. ამ ფონდში თავის კონტრიბუციას შეიტანს როგორც ინვესტორი, ასევე სახელმწიფო, ჩვენი ენერგეტიკის განვითარების ფონდი. მთლიანობაში, ვფიქრობთ, რომ 5 მლნ-ის მოცულობის ფონდი იქნება. მშენებლობის განმავლობაში იმოქმედებს და მხარს დაუჭერს, ასევე დააფინანსებს ხეობის მოსახლეობისთვის ყველა საჭირბოროტო პროექტს. მის მართვაში ჩაერთვებიან მოსახლეობის წარმომადგენლები, თქვენი სათემო ორგანიზაციები და ეს ფონდი დაფარავს არა მარტო რამდენიმე სოფელს, რომელიც მოყოლილია პროექტის არეალში, არამედ წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტების სოფლებს, რაც ხეობაშია განთავსებული",- განმარტა ნათია თურნავამ.