ნათია თურნავა: მე და ლევანი არ ვართ ისეთი მინისტრები, რომლებიც კაბინეტებში ვსხედვართ
ეკონომიკის მინისტრი აღიარებს, რომ ნამახვანი ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით კომუნიკაციის პრობლემა არსებობს. თუმცა, ნათია თურნავა აქვე ამბობს, რომ ისიც და სოფლის მეურნეობის მინისტრიც მზად არიან, რომ ამ თემაზე სასაუბროდ ადგილობრივებს ყოველდღე შეხვდნენ.
„ეს ისეთი პრობლემაა, რომ 10-ჯერ უფრო მეტი კომუნიკაციაა საჭირო ყველას ჩართულობით. არა მარტო 2 მინისტრის, არამედ საზოგადოების ჩართულობით, ენერგეტიკოსების და არა მარტო მათი, ჩართულობით. ვინც ზოგადად ფიქრობს ქვეყანაში ეკონომიკისა და მეწარმეობის განვითარებაზე. აუცილებლად უნდა შევძლოთ, რომ გავააქტიუროთ ასეთი კამპანია. თუმცა, მოგეხსენებათ, რომ მე და ბატონი ლევანი არ ვართ ისეთი მინისტრები, რომლებიც კაბინეტში ვსხედვართ. ჯერ მარტო საქნახშირში, ტყიბულ-ნახშირში რამდენჯერ ვართ ნამყოფები. ეს ცალკე იყოს. პრობლემა არ არის. მზად ვართ, თუნდაც ყოველდღე ჩავიდეთ შეხვედრაზე“,- განაცხადა თურნავამ.
ცნობისთვის, საკანონმდებლო ორგანოში ნამახვანი ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებს უსმენენ. სხდომას ესწრებიან ადგილობრივებიც.