საზოგადოება
17/11/2020

ნათია თურნავა: მაიკ პომპეოს ვიზიტი აშშ-საქართველოს პარტნიორობის ნათელი გზავნილია

„საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტი ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობისა და პარტნიორობის ძალიან მნიშვნელოვანი და ნათელი გზავნილია“ - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავას თქმით, აშშ-სთან თანამშრომლობა დღეს, როგორც არასდროს, ყველა მიმართულებით აღმავალ ეტაპზეა.

მინისტრმა ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზეც აღნიშნა. "ჩვენ დავასრულეთ მიზანშეწონილობის კვლევა, რომელმაც აჩვენა, თუ რაოდენ მიმზიდველი და მომგებიანი იქნება თავისუფალი ვაჭრობა აშშ-სა და საქართველოს შორის“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა აშშ-სთან პრეფერენციული სისტემით ვაჭრობას და მისი შენარჩუნების მნიშვნელობას. მისივე თქმით, გატარდა მნიშნელოვანი რეფორმები შრომით კანონმდებლობაში, რაც დადებითად შეფასდა და აღიარებული იქნა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან.

„ასევე უნდა აღინიშნოს, რომ წლიდან წლამდე, პანდემიის მიუხედავადაც, საქართველოში ამერიკული ინვესტიციები იზრდება. ჩვენ განსაკუთრებით მივესალმებით ამერიკელ ინვესტორებს და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველოში უფრო მეტი პროექტი განხორციელდეს ამერიკელი ინვესტორების მიერ“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022