საზოგადოება
18/03/2021
ნათია თურნავა: კომენდანტის საათის მოხსნა დღის წესრიგში დგას
მთავრობა კომენდანტის საათის მოხსნაზე იმსჯელებს. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ეს საკითხი დღის წესრიგში დგას.
"ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით ტურისტები უკვე ჩამოდიან. რა თქმა უნდა, მათ სურთ, რომ უფრო მეტი დრო გაატარონ თბილისის სხვადასხვა დაწესებულებაში. ეს ძალიან კარგად გვესმის და ამ საკითხზე ვიმსჯელებთ. თუმცა, ეს საკითხი დგას დღის წესრიგში და მომავალში მივუბრუნდებით მას",- აღნიშნა ნათია თურნავამ.
პანდემიით გამოწვეული პრობლემებისა და მობილობის შემცირების მიზენით, ქვეყანაში კომენდანტის საათი 28 ნოემბრიდან მოქმედებს.