საზოგადოება
09/08/2021

ნათია თურნავა: ხელფასები რომ ვერ გავზარდეთ, კადრების დენადობა შეინიშნება

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას შეფასებით, საჯარო სექტორს კერძო სექტორი მნიშვნელოვან კონკურენციას უწევს. 

მისი თქმით, მნიშვნელოვანია საჯარო უწყებებში ხელფასების ზრდა, რადგან დასაქმებულებს მოტივაცია გაუჩნდეთ. 

“ხელფასების ზრდა სწორი გადაწყვეტილებაა, რათა ვიზრუნოთ იმაზე, რომ საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანების მოტივაცია იყოს უფრო მაღალი. ძალიან მნიშვნელოვანია, მაღალი რანგის პროფესიონალები შევინარჩუნოთ სისტემაში. 

სამწუხაროდ, იმის გამო, რომ წლების განმავლობაში ვერ მოვახრხეთ ხელფასების ზრდა, ამა თუ იმ უწყებაში შეინიშნება კადრების დენადობა. ჩვენს უწყებაშიც ძალიან მოწადინებულები ვართ, რომ ახალგაზრდა კადრები შევინარჩუნოთ, მაგრამ ნაკლებ კონკურენტუნარიანი გახდა საჯარო სექტორი, კერძო სექტორთან შედარებით. აქედან გამომდინარე, სწორი და დროული ინიციატივაა იმისთვის, რომ გაიზარდოს მოტივაცია ჩვენთან დასაქმებული ადამიანების. ვინც საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება სერიოზულ საკითხებს, მათ უნდა ჰქონდეთ შესაბამისი ხელფასები. 

ეს არის ზოგადად ჩვენი გუნდის მიდგომა. პანდემიის მიუხედავად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და გასულ წელს მთელი რიგი კატეგორიებისთვის გავზარდეთ ხელფასები, ვინც საბიუჯეტო სექტორშია დასაქმებული, ეს იყო მასწავლებლები, ჯარისკაცები, პოლიციელები, ახლა საჯარო მოხელეების დრო დადგა“,- განაცხადა ნათია თურნავამ. 

ინფორმაციისთვის, დღეს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ 2022 წლის იანვრიდან ეტაპობრივად გაიზრდება საჯარო მოხელეების ხელფასები.  

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
05

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022