საზოგადოება
03/08/2022

"ნატახტარი ზიგზაგის" მხარდაჭერით, პირველად საქართველოში NFT ჰაკათონი გაიმართა

საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში არასამთავრობო ორგანიზაცია NFP CREW და საზოგადოება NFT GEORGIA-  ორგანიზებითა და  „ნატახტარი ზიგზაგის“ მხარდაჭერით, საქართველოში პირველად NFT ჰაკათონი გაიმართა. აპლიკანტებს შესაძლებლობა ჰქონდათ მხოლოდ პროტოტიპის საფუძველზე გამარჯვება მოეპოვებინათ. ჰაკათონის მიზანია საქართველოში მცხოვრებ ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდეთ, NFT ტექნოლოგიის გამოყენებით NFT პროექტის პროტოტიპი შექმნან, რომელსაც კონკრეტული utility მიენიჭება.

ჰაკათონში  3 და 5 მონაწილისგან შემდგარი გუნდები მონაწილეობდნენ. პროექტში მონაწილე აპლიკანტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გუნდები წინასწარ თავად ჩამოაყალიბებინათ ან ადგილზე სპონტანურად შეექმნათ. მნიშვნელოვანია, რომ 32-მა აპლიკანტმა ორდღიანი სამუშაოს შემდეგ NFT პროექტის პროტოტიპები წარადგინა.

ნამუშევრები კი კომპეტენტურმა ჟიურიმ სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, იდეის, დიზაინის, NFT პროექტის, ტექნიკური გადაწყვეტის, მარკეტინგის და  სთორილაინის გათვალისწინებით, კოეფიციენტის მიხედვით  შეაფასა.

გამარჯვებულებს სხვადასხვა პრიზები გადაეცათ. პროექტის სპონსორმა „ნატახტარი ზიგზაგმა“ კი თავისი რჩეული გუნდი Blackworm საგზურით დააჯილდოვა.

„ჩვენი სურვილია, შექმნილი პროტოტიპი გლობალური ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი იყოს და სწორედ ჰაკათონის ფარგლებში ვქმნით სივრცეს, სადაც დაინტერესებულ პირებს გუნდურად მუშაობის შესაძლებლობა ექნებათ. ჩვენ მიერ შეთავაზებული თემატიკის გათვალისწინებით, გუნდებმა საკმაოდ საინტერესო და ორიგინალური დაგენერირებული პროტოტიპი შექმნეს და  ჟიურის წინაშე  წარსდგნენ,“ - აღნიშნავს ჰაკათონის იდეის ავტორი ლევან ცერაქაშვილი.

„ნატახტარი ზიგზაგისთვის“ მნიშვნელოვანია ახალგაზრდული და ინოვაციური პროექტების მხარდაჭერა. აღსანიშნავია, რომ „ზიგზაგის“ კონცეფცია ხაზს უსვამს პიროვნების უნიკალურობას. ეს არის ახალგაზრდული ბრენდი მათთვის, ვისაც არ აშინებს თავგადასავლები, სიახლეები და ცდილობს ყველაფერი გააკეთოს და შექმნას თავისებურად, არ იცხოვროს სწორხაზოვნად. ვფიქრობთ, რომ „ზიგზაგის“ ბრენდი თავის კონცეფციით უხდება ისეთ ღონისძიებებს, როგორიცაა NFT ჰაკათონი. წარმატებას ვუსურვებთ როგორც ჩვენს რჩეულ გუნდს, ისე ყველა მონაწილეს,“-- განმარტავს „ეფეს საქართველოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ქეთი ჟვანია. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023