საზოგადოება
03/09/2020
ნარუჯა-ლაითურის გზის 4 მლნ-იანი პროექტი დასრულდა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლები ახალი გზით ისარგებლებენ.
მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2 სოფლის დამაკავშირებელი 7 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია უკვე დაასრულა. საავტომობილო გზის მონაკვეთზე დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი და მოეწყო ეზოში შესასვლელები.
პროექტის შედეგად, სრულად მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა და ადგილობრივები კომფორტულად შეძლებენ გადაადგილებას.
სამუშაოები ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) დაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება 4 მილიონ ლარამდეა.