საზოგადოება
07/04/2021

მუსიკალური ფესტივალი Tbilisi Open Air არც წელს ჩატარდება

მუსიკალური ფესტივალი Tbilisi Open Air არც წელს ჩატარდება. მიზეზი ქვეყანაში კოორნა ვირუსით დაინფიცირებულთა რიცხვის მატებაა.

„მეგობრებო, სამწუხაროდ, გვიწევს, გითხრათ, რომ 2021 წელიც Tbilisi Open Air-ის გარეშე ჩაივლის.

მთელი ამ დროის განმავლობაში დიდი იმედი გვქონდა, რომ სიტუაცია განიმუხტებოდა და ფესტივალის ჩატარებას წელს მაინც შევძლებდით, თუმცა ამჟამინდელი ეპიდემიოლოგიური ვითარება, სახელმწიფოს მიერ დაწესებული მოქმედი ან მოსალოდნელი რეგულაციები და ვაქცინაციის ტემპი არ გვაძლევს საშუალებას, რომ სრულფასოვნად ჩავატაროთ დიდი მასშტაბის საერთაშორისო ფესტივალი, თუნდაც შემოდგომაზე.

ამ პირობებში, ფაქტობრივად, შეუძლებელია, თქვენი უსაფრთხოება სათანადოდ უზრუნველვყოთ და პასუხისმგებლობა ავიღოთ უცხოელი შემსრულებლების ქვეყანაში ჩამოყვანაზე.

დარწმუნებულები ვართ, რომ ამ ურთულეს პერიოდს ერთად გადავლახავთ და 2022 წელს ისეთ ფესტივალს შემოგთავაზებთ, რომელიც სამწლიან მოლოდინს სრულად აანაზღაურებს“,- წერს Tbilisi Open Air/AlterVision-ის წარმომადგენლობა სოციალურ ქსელში.

 

ფოტო: Vano Gorgishvili