საზოგადოება
01/08/2022

მთავრობა გუდაურში სამაშველო ოპერაციის დროს დაღუპულების ოჯახებს 100 000 ლარს გამოუყოფს

გუდაურში სამაშველო ოპერაციის დროს დაღუპული მაშველებისა და ექიმების ოჯახებს მთავრობა 100 000 ლარს გამოუყოფს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

"ჩვენ ღირსეული ადამიანები დავკარგეთ. მინდა კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო მათ ოჯახებს. ეს დიდი ტრაგედიაა", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

შემთხვევა 29 ივლისს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა.