მოპედებისა და მსუბუქი კვადროციკლების მფლობელებს მართვის მოწმობის აღება მოუწევთ
მოპედების მფლობელებისთვის ახალი რეგულაცია შემოდის. მთავრობა მოპოდებისა და მსუბუქი კვადროციკლების რეგისტრაციას და ამ სატრანსპორტო მართვის უფლების გაცემას გეგმავს. რისთვისაც მოპედების მფლობლებს გამოცდის ჩაბარება მოუწევთ.
კანონპროექტი პარლამენტში ჯერ კიდევ 2019 წლის მაისის ბოლოს წარადგინეს. ამ კანონპროექტით, სატრანსპორტო საშუალების ახალი კატეგორიის მართვის მოწმების აღების დამატება იგეგმება, რომელიც მოპედებსა და მსუბუქ კვადროციკლებს გააერთიანებს.
საკანონმდებლო ცვლილებები ამ დრომდე არ განხილულა. ახლა კი, მთავრობა როგორც ჩანს, საკითხს უბუნდება. საკითხის გააქტიურებას დადებითად აფასებენ ორგანიზაციაში „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ .
"მოპედები ამოვარდილია საკანონმდებლო ჩარჩოდან, ეს იმას ნიშნავს, რომ მათზე არ ვრცელდება არანაირი საგზაო მოძრაობის წესი. ასევე მნიშნელოვანია, რომ ამ სახის ტრანსპორტს ძირითადად არასრულწლოვნები იყენებენ და სტატისტიკამ აჩვენა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ტრანსპორტის მატებასთან ერთად იზრდება დარღვევების რიცხვი, ქმნიან საავარიო სიტუაციას. კანონპროექტი მოიცავს არა მხოლოდ მოპოდების ნაწილს, არამედ მართვის მოწმობის აღებისას გამოცდის გარეთ გადატანას რეალურ სივრცეში. ჩვენ მოუთმენლად ველით ამ ცვლილებებს, რომელიც მოემსახურება საგზაო უსაფრთხოების ამაღლებას", - ამბობს ორგანიზაციის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი.