საზოგადოება
20/11/2020
"მომავალი ქალებისთვის" ლანჩხუთის ქალ ფეხბურთელთა გუნდს სპოტული ინვენტარს გადასცემს
ბიზნესლიდეფრთა ფედერაცია “ქალები მომავლისთვის” გამოთქვამს მზაობას, ლანჩხუთის ქალ ფეხბურთელთა გუნდის წევრები უზრუნველყოს ბუცებით, სამოსით და ყველა იმ სპორტული აღჭურვილობით, რაც მათ სრულყოფილი ვარჯიშისთვის პირობების გაუმჯობესებაში დაეხმარება.
ფედერაციამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ლანჩხუთის ქალ ფეხბურთელთა გუნდის წევრების ვარჯიშის პირობებზე ინფორმაცი გავრცელდა.
ლანჩხუთის ქალთა საფეხბურთო კლუბმა „გურიამ“ მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე რუმინეთის ჩემპიონი გუნდი „კლუჟი“ 1:0 დაამარცხა და ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი ეტაპი გადალახა.
საქართველოს ჩემპიონი ამ მოგებით გათამაშების 1/16-ფინალში გავიდა.