საზოგადოება
13/05/2022
მოლითი-ჩუმათელეთის მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი ხელახლა გამოცხადდა
მოლითი-ჩუმათელეთის მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი ხელახლა გამოცხადდა. მიზეზი აღნიშნულ მონაკვეთზე პირველ ტენდერში გამარჯვებული კომპანია "აკორდის" ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ კომპანიას ხელშეკრულება შეუწყდა.
შეგახსენებთ, მოლითი-ჩუმათელეთის მონაკვეთი, ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზის შემადგენელი ნაწილია. აღნიშნული გზა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს E-60 ავტომაგისტრალთან აკავშირებს და მიუყვება მდინარეებს: ჩხერიმელას, ძირულას და ასევე ხაშური-ხარაგაული-ზესტაფონის რკინიგზის ხაზს.
ადგილობრივ მოსახლეობას ამ გზაზე გადაადგილების პრობლემა წლებია აწუხებს. გზის რეაბილიტაციის შედეგად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 23 000-მდე და გზის მიმდებარედ განლაგებულ 13 სოფელში მცხოვრებ 7 000-მდე ადამიანს გადაადგილების პირობები გაუუმჯობესდება და უსაფრთხოდ და კომფორტულად გადაადგილების საშუალება ექნებათ