საზოგადოება
15/01/2021
მოქალაქეები, ვინც სამსახური დაკარგა, ფინანსურ დახმარებას 28 იანვრიდან მიიღებენ
ვაგრძელებთ ჩვენი მოქალაქეების მიზნობრივ სოციალურ დახმარებას, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, უკვე დაიწყო განაცხადების მიღება მოქალაქეებისგან, რომლებმაც, სამწუხაროდ, დაკარგეს სამსახური, ეპიდემიის მე-2 ტალღის შედეგად.
„28 იანვრიდან დაიწყება შესაბამისი ფინანსური დახმარების გაცემა. ეს გახლავთ 1200 ლარი 6 თვის განმავლობაში. მე მინდა, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მოვუწოდო, რაც შეიძლება სწრაფად გააკეთოს ეს განაცხადი. დღეის მდგომარეობით, ჩვენს პორტალებზე ატვირთულია 45 000 ასეთი განაცხადი“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.