საზოგადოება
10/08/2021

მინისტრი: გთხოვთ, გაუფრთხილდით საკუთარ თავს, გამოიჩინეთ კეთილგონიერება

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდვითარება ცუდი სცენარით მიმდინარეობს. 

“დღესდღეობით ჩვენ გვაქვს ყველაზე ცუდი სცენარით მიმდინარეობა. ძალიან მინდა, რომ ასე არ გაგრძელდეს და ყველაფერს გავაკეთებთ, მაქსიმალურად ვმართოთ სიტუაცია“,- აღნიშნა მინისტრმა. 

მისი თქმით, ასეთ სიტუაციაში მთავარია რეგულაციების ხარისხიანად დაცვა, რაც ინფექციის გავრცელების სიჩქარეს შეამცირებს. 

“პირველი ტალღიდან დაწყებული ჩვენ ყოველთვის გქვონდა კამათი, რომელი ტიპის რეგულაციაა უფრო ეფექტური, საჭირო, გონივრული. ნებისმიერი რეგულაცია დღეს მნიშვნელოვანია. მაგრამ რეგულაციის დაწესების მიღმა ყველაზე მნიშვნელოვანი დღეს ჩემთვის, როგორც ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლისთვის და არა მხოლოდ მინისტრისთვის, არის ამ რეგულაციების ხარისხობრივად აღსრულება. ამ შემთხვევაში დარწმუნებული ვარ, ჩვენ შევძლებთ გარკევულწილად შევაკავოთ ინფექცია. ეს არ იქნება 80-90%-იანი ეფექტი, თუმცა ამას შეიძლება ჰქონდეს 20%-იანი ეფექტი და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შევამციროთ ინფექციის გავრცელების სიჩქარე“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. 

მინისტრის შეფასებით, ადამიანების ქცევის სამართავად მხოლოდ ფინანსური ჯარიმები არ არის ეფექტური. მთავარია, ადამიანებმა გამოიჩინონ კეთილგონიერება, დაიცვან რეგულაციები, გაუფრთხილდნენ საკუთარ თავს.  

“ძალიან ხშირ შემთხვევაში ადამიანების ქცევის სამართავად მხოლოდ ფინანსური ჯარიმები ეფექტური არ არის. სწორედ ამიტომ ხშირად ვიყენებ სიტყვას კეთილსინდისიერებას და კეთილგონიერებას,რომელიც არცერთ წიგნში არ წერია და მისი მოპოვება ფინანსური ჯარიმით არ შეიძლება. ძალიან ვთხოვ მოქალაქეებს, გაუფრთხილდნენ საკუთარ თავს, საკუთარი ოჯახის წევრების ჯანმრთელობას, გამოიჩინონ კეთილგონიერება და კეთილსინდისირება, პირველ რიგში საკუთარი თავის მიმართ. ეს ყველაფერი შემდეგ აისახება საზოგადოების და სახელმწიფოს იმ დადებით დინამიკაში, რომელიც დღეს ჩვენ გვესაჭიროება“,- აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.  

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
05

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022