საზოგადოება
18/04/2022
მინისტრი: 200 ლარიანი დახმარება მინიმუმია, რომ სოციალურად დაუცველმა ბავშვებმა ღირსეულად იცხოვრონ
2023 წლიდან სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი გამოიყოფა.
ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, ივნისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის დახმარება 150 ლარი, ხოლო 2023 წლის იანვრიდან 200 ლარი გახდება.
"მომდევნო წლის 1-ელი იანვრიდან სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 200 ლარამდე გაიზრდება. ხოლო, მიმდინარე წლის 1-ელი ივნისიდან ის 50 ლარით გაიზრდება და 150 ლარი იქნება. ასევე, მომავალი წლიდან სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის ბიუჯეტიდან გადაიხდება ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი. ვფიქრობთ, რომ ეს 200 ლარიანი დახმარებაც ის აუცილებელი მინიმუმია, რაც მათთვის არის საჭირო, რომ ღირსეულად იკვებონ და იცხოვრონ",- განაცხადა აზარაშვილმა.