საზოგადოება
23/08/2022

მინერალური რესურსების სააგენტო განცხადებას ავრცელებს

მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს.

"გვსურს გამოვეხმაუროთ  „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც შეეხებოდა  ბოლნისისა და და მარნეულის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებას და საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებული აუქციონი, უპირველესად, გულისხმობს ლიცენზიანტის მიერ კონკრეტულ ტერიტორიულ არეალებში არსებული მარაგების შესწავლას, სასარგებლო  წიაღისეულის სახეობისა და ოდენობების განსაზღვრას და სახელმწიფოსთვის ანგარიშის წარმოდგენას, რისთვისაც 5 წლიანი პერიოდია განსაზღვრული. 

შესაბამისად, ამ კვლევების ჩატარებამდე და ანგარიშის მომზადებამდე რომელიმე „ექსპერტის“ მიერ გამოთქმული მოსაზრება, რომ იგეგმება ასობით ჰექტარი მიწის გადათხრა და ეკოლოგიური კატასტროფა, რბილად რომ ვთქვათ, არის პოლიტიკური ქულების მოპოვების უნიჭო მცდელობა და ტყუილი.

რეალური ვითარება ასეთია: სსიპ მინერალური რესურსების ეროვნულმა სააგენტომ,  2022 წლის 30 მარტს სააგენტოში წარდგენილი განცხადების საფუძველზე, 2022 წლის 27 ივლისის N863/ს ბრძანებით, გამოაცხადა აუქციონი სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების მიზნით ლიცენზიის გასაცემად.

სალიცენზიო არეალებია ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების ტერიტორია. ლიცენზია მოქმედი იქნება 30 წლის განმავლობაში, მათ შორის სასარგებლო წიაღისეულის რესურსის შესწავლისათვის და მარაგების დამტკიცებისათვის ლიცენზიის გაცემიდან 5 წელია განსაზღვრული.

აუქციონის საწყისი ფასი შეადგენს 3 000 000 ლარს, ლიცენზიის მიღების შემთხვევაში კი ლიცენზიის მაძიებელი ვალდებული იქნება შეასრულოს   დამატებითი სალიცენზიო ვალდებულებები, მათ შორის ლიცენზიის ძალაში შესვლიდან არა უმეტეს 5  წლის ვადაში უზრუნველყოს სასარგებლო წიაღისეულის რესურსის შესწავლა და Joint Ore Reserves Committee (JORC) კოდექსის შესაბამისად შედგენილი სასარგებლო წიაღისეულის მარაგების ანგარიშის შესაბამის ორგანოში დასამტკიცებლად წარდგენა;

გარდა ამისა, ლიცენზიის ძალაში შესვლიდან 5 წლის ვადაში, ძებნა-ძიებითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, ჯამურად უნდა განახორციელოს არანაკლებ  12 000 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობის ინვესტიცია, მათ შორის, ლიცენზიის ძალაში შესვლიდან 16 თვის ვადაში ძებნა-ძიებითი სამუშაოებისთვის განახორციელოს არანაკლებ 3 000 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია;

გამოცხადებული აუქციონი დასრულდება მიმდინარე წლის 30 აგვისტოს, 18.00 სთ-ზე. ამდენად, დღეის მდგომარეობით, აუქციონი მიმდინარეა, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ "სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს N136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის 141 პუნქტის თანახმად, ელექტრონული აუქციონის დასრულებამდე ინფორმაცია აუქციონში მონაწილეთა შესახებ კონფიდენციალურია. 

აქვე აღვნიშნავთ, რომ RMG ჯგუფი არ ყოფილა დაინტერესებული მხარე, ის არ არის განმცხადებლებს შორის და ამის შესახებ გავრცელებული ინფორმაციაც არასწორია", - ნათქვამია განცხადებაში.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023