საზოგადოება
10/02/2021

მეტროსადგურ "გოცირიძის" რეკონსტრუქცია სამ თვეში დასრულდება

მეტროსადგურ „გოცირიძის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები სამ თვეში დასრულდება.

სადგური მიმდინარე სამუშაოების გამო სამი თვით არის დაკეტილი.

„მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაციის პროექტი აგვისტოში დაიწყო. ამ ეტაპზე, ვესტიბიულს კაპიტალურად არემონტებენ და ბაქნის გადახურვის სამუშაოები ხორციელდება. მიმდინარეობს სამხარაულის ექსპერტიზა ბაქნის მდგრადობაზე და შემდგომი ექსპლუატაციის უსაფრთხოებაზე. ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, გადაიდგმება შემდგომი ნაბიჯები და სამუშაოებს სავარაუდოდ, სამი თვე დასჭირდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაციის პროექტი დაახლოებით, 3.5 მილიონი ლარის ღირებულებისაა.