საზოგადოება
09/10/2020

მეტროს საბურთალოს ხაზზე მოძრაობა აღდგა

თბილისის მეტროსადგურებზე - „სახელმწიფო უნივერსიტეტი“ და „ვაჟა-ფშაველა“ მგზავრთა მიღება განახლდა.

ამ დროისთვის საბურთალოს ხაზზე მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.

საბურთალოს ხაზზე, ტექნიკური ხარვეზის გამო, დღეს მატარებლები „სადგურის მოედნიდან“ მეტროსადგურ „დელისამდე“ მოძრაობდნენ.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისი სამსახურები ხარვეზის გამოსასწორებლად დილიდან მუშაობდნენ. ამ ეტაპზე, შეზღუდვა მოხსნილია და თბილისის მეტროს მგზავრებს ორივე ხაზი შეუფერხებლად ემსახურება.  

Businesspartner