მერია: რუსთაველი-მთაწმინდის დამაკავშირებელი საბაგიროს მშენებლობა მალე დაიწყება
რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგიროს აღდგენა-მშენებლობა უახლოეს მომავალში დაიწყება.
ვიცე მერის თქმით, საბაგიროს აღდგენა-მშენებლობაზე სატენდერო პროცედურები დასრულებულია და უახლოეს მომავალში სამშენებლო სამუშაოები დაიწყება. ირაკლი ხმალაძე განმარტავს, რომ სამშენებლო სამუშაოები 22 თვის განმავლობაში გაგრძელდება.
თბილისის მერია სხვა საბაგირო დერეფნების განხორციელებასაც გეგმავს და ის უკვე გენერალური გეგმაშიც ასახულია.
"ეს არის სარაჯიშვილი-ზღვისუბნის საბაგირო დერეფანი 2,5 კმ სიგრძით და ისანი-მეტრომშენი-ვაზისუბნის საბაგირო დერეფანი 3 კმ სიგრძით. ორივე დერეფნის მეშვეობით დღის განმავლობაში შესაძლებელი იქნება 48 000 მგზავრობა“, - აღნიშნა თბილისის ვიცე-მერმა.
რაც შეეხება თბილისის მერია რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო გზის მშენებელობას, მერიამ 7.3 მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა.
ამ თანხის ფარგლებში კომპანიამ რუსთაველის გამზირზე მდებარე ქვედა სადგურის რეკონსტრუქცია ევალება, ამავდროულად მთაწმინდის პლატოზე ახალი ზედა სადგური და ახალი ანძებისთვის 5 ერთეული ფუნდამენტი უნდა მოაწყოს.
რეკონსტრუქციის ფარგლებში ძველი ქვედა სადგურის შენობის ელიფსური ფორმის ნაწილი შენარჩუნება. ეს 3 სართულიანი შენობა გასული საუკუნის 50-იან წლებშია აშენებული. ამასთან, ქვედა სადგურის შენარჩუნებულ ელიფსურ ნაწილს ახალი შენობა მიშენდება.
როგორც ჯერ კიდევ 2020 წლის ზაფხულში, ქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, საბაგირო გზა მანძილის 4 წუთში დაფარვას შეძლებს და საათში 1100 ადამიანის გადაიყვანს. მთლიანი პროექტის ღირებულებად მაშინ მერმა 50 მლნ ლარი დაასახელა.