საზოგადოება
02/08/2022

მერია ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამას იწყებს - პირველი პროექტი ვარკეთილში განხორციელდება

თბილისის მერია ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამას იწყებს. პირველი პროექტი ვარკეთილის მესამე მასივში განხორციელდება.

კახა კალაძის თქმით, პროექტი საპილოტეა, რომლის ბაზრის კვლევაც უკვე გამოცხადდა.

მისი თქმით, საქმე ეხება ვარკეთილის მესამე მასივში მდებარე ხუთსართულიან მაღალი კატეგორიის ავარიულ შენობას, საიდანაც მოსახლეობის გაყვანის პროცესი დაწყებულია, ნაწილი უკვე ქირით არის გაყვანილი.

"მუნიციპალიტეტი ამ შენობის დემონტაჟს და მის ნაცვლად, ახლის მშენებლობას დაიწყებს. დეტალური ხარჯთაღრიცხვა და პროექტი შედგენილია, ექსპერტიზა ჩატარებულია და გამოცხადებულია ბაზრის კვლევა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, ვიცე-მერი შეხვდა სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს და მათ პროექტზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

"აქამდე მსგავსი პროექტი არ განხორციელებულა. საკმაოდ მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის და კერძო სექტორის - სამშენებლო კომპანიების თანამშრომლობა, რომ პირველი საპილოტე პროექტი წარმატებით განხორციელდეს", - განაცხადა კალაძემ. მერმა სამშენებლო სექტორს აქტიურობისკენ მოუწოდა.

კალაძემ პროგრამის სრულყოფილად განხორციელებაში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობაზეც აღნიშნა.

„ავარიულ შენობებში მცხოვრები ადამიანების მხრიდან მეტი აქტიურობაა საჭირო. ხშირია შემთხვევა, როცა მათ არასწორი მოთხოვნები აქვთ. ზოგს მეტი ფართის მიღება სურს. ასეთი მიდგომების გამო, პროექტი შემდეგ ეტაპზე ვერ გადადის, თუმცა, მოქალაქეების უმრავლესობა ძალიან მონდომებულია და მათთან კარგად ვთანამშრომლობთ. მუნიციპალიტეტი კიდევ 12 ავარიული შენობის ჩანაცვლების პროექტზე მუშაობს. იმედი მაქვს, აღნიშნული პროექტის ბაზრის კვლევაც წარმატებით დასრულდება და უახლოეს დღეებში სატენდერო პროცედურებიც ჩატარდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023