საზოგადოება
27/01/2021
მერია 180 ახალ ავტობუსს შეიძენს
თბილისში ყვითელ ავტობუსებს ახალი ავტობუსები ჩაანაცვლებს. საუბარია BMC-ის მარკის 12-მეტრიან ავტობუსებზე, რომლებიც ყვითელი ავტობუსების პარკს მთლიანად ჩაანაცვლებს და დედაქალაქში არცერთი ყვითელი ავტობუსი აღარ იმოძრავებს.
თბილისის მერის, კახა კალაძის განმარტებით, დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკის მიზანი მოქალაქეების კომფორტულად და სწრაფად გადაადგილებაა.
"იმისთვის რომ მოქალაქეების მაქსიმალურად კომფორტული გადაადგილება უზრუნველყოთ, მერია დამატებით 180 ერთეული ავტობუსის შესყიდვას გეგმავს. 8-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვაზე ფასთაკვლევა გამოცხადდება და შემდეგ უკვე გამოვაცხადებთ ტენდერს შესყიდვასთან დაკავშირებით, რათა ქალაქის ნებისმიერ უბანში ერთი ადგილიდან მეორემდე გადაადგილება იყოს კომფორტული,“ - განაცხადა კახა კალაძემ