საზოგადოება
08/09/2020

MDF-მა 6 ქალაქისთვის 175 ახალი ავტობუსი შეისყიდა

6 ქალაქის ქუჩებში ოქტომბრიდან ახალი ავტობუსები ივლის. 175 ავტობუსი მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში უკვე შეისყიდა.

ავტობუსები მიმდინარე წლის ოქტომბრიდან ეტაპობრივად გორს - 30, ზუგდიდს - 25, რუსთავს - 40, ქუთაისს - 60, ხოლო თელავსა და ფოთს 10-10 გადაცემა.  

ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამა ითვალისწინებს ქუთაისის, გორის, თელავის, ზუგდიდის, რუსთავისა და ფოთისთვის ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ავტობუსების შესყიდვას.

პროგრამის ბიუჯეტი 19 მლნ ევროა და მას ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) აფინანსებს.

პროგრამის დეტალებზე მუნიციპალური განვითარების ფონდში მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა იმსჯელეს, განიხილეს ავტობუსების ჩამოტანის ეტაპები და ვადები. გარდა ავტობუსების შესყიდვისა, პროგრამა ითვალისწინებს ქალაქების ახალი სამარშრუტო გეგმისა და სატარიფო სისტემის შედგენას. პროგრამის ფარგლებში, დაგეგმილია ავტობუსების მძღოლების გადამზადებაც.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022