საზოგადოება
28/07/2020

MDF: ჭიათურაში საბაგირო გზების მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება

მუნიციპალური განვითარების ფონდი ჭიათურაში საბაგირო გზის მშენებლობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ფონდის განმარტავს, რომ საბაგირო გზის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება.

"ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ჭიათურაში მშენებარე საბაგირო გზის შენობის სახურავი  წვიმის შედეგად დაზიანდა, არის მიზანმიმართული სიცრუე და ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

ჭიათურაში, საბაგირო გზების მშენებლობა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით აქტიურად მიმდინარეობს და წლის ბოლომდე დასრულდება. სამშენებლო სამუშაოებში უკვე ჩაერთნენ ფრანგული კომპანიების, "ტექკაბელის“ და "პომას“ სპეციალისტები. 

ამ დროისთვის, დასრულებულია საბაგირო გზის კონსტრუქციული ნაწილის მშენებლობა და ორი მიმართულებით ბაგირის მონტაჟი. საბაგიროს სადგურის სახურავის შიდა ნაწილზე კი, გეგმიური სამღებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

ჭიათურის საბაგირო გზის მშენებლობის დასკვნითი ფაზა მოიცავს ბაგირის ოთხიდან დარჩენილი ორი მიმართულების მშენებლობას, ოთხივე სადგურის ტესტირებას და უსაფრთხოების ნორმების  უზრუნველყოფას. საბაგირო გზებისა და სადგურების მშენებლობის დასრულების შედეგად, სრულად აღდგება ცენტრალური სადგური და მისგან გამავალი ოთხი მიმართულება", - ნათქვამია ფონდის გავრცელებულ განცხადებაში. 

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი მოუწოდებს მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისაგან.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
04

13/08/2022
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020