საზოგადოება
07/05/2021

მართვის მოწმობა და სავალდებულო რეგისტრაცია - მოპედის მძღოლებისთვის რეგულაციები ამოქმედდება

მთვარობა მოპედის მძღოლებისთვის მართვის მოწმობების შემოღების და სავალდებულო რეგისტრაციის კანონპროექტზე მუშაობს.

ექსპერტის სტრანსპორტის საკითხებში და  საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე პრეზიდენტის, მევლუდ მელაძის განცხადებით კანონის ამოქმედება ცოტა მტკივნეული იქნება, თუმცა გადაწყვეტილება აუცილებლად განსახორცილებელია.   

მისი თქმით, რეფორმა დაგვიანებულიც კია და სავალდებულო სახე მართვის მოწმობასაც და რეგისტრაციასაც წლების წინ უნდა მისცემოდა, როცა ქალაქში სკუტერების რაოდენობა არც ისე ჭარბი იყო. ბოლო მონაცემებით, აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების მძღოლები ძალიან ხშირად, არა მხოლოდ მაპროვოცირებლები, არამედ საგზაო შემთხევევების უშუალო მონაწილეებიც არიან და უმეტესად, სანომრე ნიშნების არქონის გამო, მათი იდენტიფიცირება ვერ ხერხდება. 

"ბოლო წლებია, საკურიერო მომსახურებში აქტიურად გამოიყენება სკუტერები და უამრავი ადამიანისთვის ეს შემოსავლის ძირითადი წყაროა, და სწორედ ამიტომ, შეიძლება ცოტა მტკივნეულად ჩაიაროს გადაწყვეტილების აღსრულებამ, თუმცა სანომრე ნიშნების მინიჭება და მართვის მოწმობის აღება მათივე მუშაობის და გადაადგილების პროცესს გახდის ბევრად უსაფრთხოს და შედეგადაც მივიღებთ უფრო მოწესრიგებულ მოძრაობას გზებზე. დამეთანხმებით, რომ დღეს ვითარება უკონონტროლოა, რადგან რეგულაციების არასებობობა სკუტერის ბევრ მძღოლს უპასუხისმგებლო ქმდებებისკენ უბიძგებს,“ - განაცხადა მევლუდ მელაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობა კანონპროექტს მესამე მოსმენის შემდეგ მიიღებს, მისი ძალაში შესვლის კონკრეტული თარიღი კი ჯერ-ჯერობით უცნობია.

Businesspartner