საზოგადოება
14/02/2023

Making Science Sweeft-მა აქსელერაციის პროგრამაზე ახალი ნაკადის მიღება დაიწყო

Making Science Sweeft-მა USAID-ის პროგრამა „დამსაქმებელი პროფესიული განათლებისთვის“ მხარდაჭერით, აქსელერაციის პროგრამაზე ახალი ნაკადის მიღება დაიწყო.

პროგრამა მონაწილეებს საშუალებას აძლევს მიიღონ და გაიღრმავონ ცოდნა აიტი და ციფრული მარკეტინგის მიმართულებით. აქსელერაციის პროგრამის დასრულების შემდეგ გადამზადებულ კადრებს დასაქმების შესაძლებლობაც აქვთ. 

"მსოფლიოს მასშტაბით, საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტებზე მოთხოვნა ძალიან დიდია და გლობალური დასაქმების ბაზარი მუდმივად ითხოვს ტექნოლოგიური მიმართულებით კადრებს. ეს ტენდენცია საქართველოშიც განსაკუთრებით მკვეთრად, ბოლო რამდენიმე წელია შეინიშნება.ტექნოლოგიური პროფესიები ჩვენს ქვეყანაში ჯერჯერობით სათანადოდ არ არის ათვისებული და შესაბამისად, ტექნოლოგიური სპეციალისტების  დეფიციტია,"-აცხადებენ Making Science Sweeft-ში. 

USAID Georgia-ს ეკონომიკური განვითარების ოფისის დირექტორი მარიკა ოლსონი განმარტავს, რომ USAID უკვე 30 წელია რაც მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებას.

"საქართველოსთვის ძალიან კარგი შესაძლებლობაა, რადგან მსგავსი ტრენინგები შექმნის მაღალანაზღაურებად სამსახურებს და კურსდამთავრებულები შეძლებენ დასაქმდნენ მაღალანაზღაურებად სამსახურებში. ამ პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობა ოფიციალურად დავიწყეთ. მოხარულები ვართ რომ ეს პარტნიორობა დაიწყო და მომავალშიც წარმატებულად გაგრძელდება,"-განმარტა ოლსონმა. 

Making Science Sweeft-ისა და USAID-ის თანამშრომლობა უკვე ორი წელია გრძელდება. მეხუთე ნაკადის მიღების ფარგლებში Making Science Sweeft-ი 105 აპლიკანტის გადამზადებას გეგმავს.