საზოგადოება
09/10/2020

მაღლივი კორპუსიდან ბაგებამდე მგზავრებს მუნიციპალური ავტობუსი უფასოდ მოემსახურება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსიდან ბაგების დასახლებისკენ მიმავალ მგზავრებს მუნიციპალური ავტობუსი მოემსახურება.

მერიის დანიშნული ავტობუსი 08:00-დან 20:00 საათამდე იმოძრავებს.

ავტობუსი გადაადგილებას წყნეთის გზატკეცილიდან დაიწყებს და ჩოლოყაშვილისა და თამარაშვილის ქუჩების გავლით, უნივერსიტეტის ქუჩას დაუკავშირდება. მარშრუტი განკუთვნილია მხოლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბაგების დასახლების დასაკავშირებლად. ტრანსპორტი შუალედურ გაჩერებებზე მგზავრების აყვანისა თუ ჩამოსხმის მიზნით, არ გაჩერდება.

ბაგების დასახლებისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, 9 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით დაიკეტება.

Businesspartner