საზოგადოება
19/10/2020

მაღალი რისკის ქვეშ მყოფი სოცმუშაკები ტესტირების მიღმა - რას ითხოვს პროფესიული გაერთიანება

სოციალურ მუშაკთა პროფესიული გაერთიანების წევრი მარიამ ბანძავა, პანდემიის გამოწვევებსა და პრობლემებზე "ბიზნესპარტნიორთან" საუბრობს.

მისი თქმით, ეს პერიოდი განსაკუთრებით მწვავე აღმოჩნდა სოციალური მუშაკებისთვის. ერთი მხრივ იმიტომ, რომ თავად არიან რისკის ქვეშ, რადგან უწევთ ბევრ ბენეფიციართან ფიზიკური კონტაქტი, მეორე მხრივ, კი აღნიშნულმა სოციალურ-ეკონომიკურმა კრიზისმა უარყოფითი გავლენა იქონია ბენეფიციარების მატერიალურ თუ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, მათ კეთილდღეობაზე.

„სამწუხაროდ, არ ხდება სოციალური მუშაკების ტესტირება არათუ COVID 19–ზე, არამედ გრიპის სეზონულ ვაქცინაციაზე. 15 ოქტომბერს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის სპეციფიური პრიორიტეტული ჯგუფების ნუსხაში არ არიან სოციალური მუშაკები. აღსანიშნავია ისიც, რომ ვირუსული ინფექციებით ინფიცირების მაღალი რისკის წინაშე არიან როგორც სახელმწიფო უწყებებში ისე არასამთავრობო ორგანიზაციებში დასაქმებული სოციალური მუშაკები. მათ პირდაპირი კომუნიკაცია აქვთ რისკ ჯგუფებთან და მეორე მხრივ კი თავადაც შესაძლოა წარმოადგენდნენ ვირუსის გავრცელების წყაროს,“ – აღნიშნავს მარიამ ბანძავა.

მისივე თქმით, არსებობს დისტაციურ მუშაობასთან დაკაშირებული საფრთხეები, კონფიდენციალობის დაცვის სირთულეები, იმ ადამიანებთან ხელმიუწვდომლობა, რომლებსაც არ აქვთ მუდმივად ინტერნეტთან წვდომა, სოციალიზიაციის დეფიციტი, ფსიქიკური ჯანმრთელობის სირთულეები და სხვა.

„სამწუხაროდ, სოციალური მუშაკების უფლებრივი მდგომარეობა კვლავ არასახარბიელოა. ჩვენი პროფესიული კავშირის მოთხოვნაა, დამსაქმებელმა და სახელმწიფომ იზრუნოს სოციალური მუშაკებისთვის სეზონური გრიპის ვაქცინაციის უზრუნველყოფისთვის, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, დაიწყოს ტესტირებებიც, რადგან ისინი სწორედ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების გამო არიან რისკის ქვეშ,“ – ამბობს სოციალურ მუშაკთა პროფესიული გაერთიანების წარმომადგენელი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022