საზოგადოება
23/12/2020

M1 კატეგორიის ტაქსის მძღოლებს გრიპის ვაქცინაცია უფასოდ ჩაუტარდებათ

M1 კატეგორიის ტაქსის მძღოლებს, როგორც რისკ და სპეციფიკურ პრიორიტეტულ ჯგუფს, გრიპის აცრა უფასოდ ჩაუტარდებათ.

თბილისის მერის განცხადებით, ტაქსის მძღოლებს ვაქცინაცია თბილისის მასშტაბით, ნებისმიერ პოლიკლინიკასა და იმუნიზაციის კაბინეტში უფასოდ ჩაუტარდებათ.  

„მთავრობის დადგენილებითა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ბრძანებით განისაზღვრა ტაქსის მძღოლების, როგორც რისკ და სპეციფიკური პრიორიტეტული ჯგუფის იმუნიზაცია, რომ  M1 კატეგორიის ტაქსის მძღოლებს გრიპის ვაქცინაცია უფასოდ  ჩაუტარდეთ. მათთან უკვე დაგზავნილია სმს შეტყობინებები, თუ სად უნდა მიაკითხონ და მოხდეს მათი ვაქცინით უზრუნველყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ვაქცინა სახელმწიფო პროგრამიდან ფინანსდება.