საზოგადოება
05/11/2020

"ლოქდაუნი" არ იქნება, მხოლოდ წერტილოვანი ღონისძიებები

მთავრობა ქვეყნის სრულ "ლოქდაუნს" არ გეგმავს, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა განაცხადა. მაია ცქიტიშვილის თქმით, მთავრობა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით გეგმავს გაააქტიუროს უკვე დადგენილი წესების კონტროლი, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, საჯარიმო სანქციებს გამოიყენებს.

„ვირუსის გავრცელების შესამცირებლად აუცილებელია, მობილობის შემცირება. მსოფლიოს მასშტაბით გამოიყენება სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები, რომელიც მიმართულია მობილობის შემცირებისა და ვირუსის გავრცელების შენელებისკენ. საბჭო მსჯელობს იმაზე, თუ რა დამატებითი ღონისძიებები და შეზღუდვების დაწესება არის შესაძლებელი, რათა გავუმკლავდეთ კორონავირუსის გავრცელებას. ამისთვის სხვადასხვა სახის ღონისძიებები უნდა გატარდეს. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა, უქმე დღეებში, ან კვირის რომელიმე ერთ დღეს სხვადასხვა დასახლებაში ტრანსპორტის შეჩერება, ბაზრობების მუშაობის შეჩერება და სხვა. ეს არის წერტილოვანი ღონისძიებები და აღნიშნულ ღონისძიებებს სახელმწიფო მაშინ მიმართავს, როცა ამის აუცილებლობა დადგება," - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

მაია ცქიტიშვილი იმასაც ამბობს, რომ შეზღუდვების დაწესება და მისი მასშტაბი, თითოეულ მოქალაქეზეა დამოკიდებული

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022