საზოგადოება
18/03/2022

ლაშა ხუციშვილი ADB-ის ცენტრალური და დასავლეთ აზიის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა, ADB-ის ცენტრალური და დასავლეთ აზიის რეგიონულმა დირექტორმა, ევგენი ჟუკოვმა და საქართველოში აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, შეინ როზენტალმა.

შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეები ეკატერინე გუნცაძე და მირზა გელაშვილი. 

მინისტრმა სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია მაკროეკონომიკური პარამეტრების თაობაზე და ისაუბრა COVID-19-ის კრიზისის შედეგებსა და ეკონომიკური აღდგენის ტენდენციებზე გასულ წელს და მიმდინარე წლის დასაწყისისათვის. საუბარი შეეხო უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად მიმდინარე საომარი მოქმედებების გავლენას მსოფლიოს, რეგიონისა და საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე. აღინიშნა მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე შემდგომი დაკვირვებისა და ანალიზის საჭიროებები. ასევე, საუბარი შეეხო მიმდინარე კრიზისისა და წარმოქმნილი ახალი გამოწვევების ფონზე, შესაძლო საპასუხო ღონისძიებებსა და აზიის განვითარების ბანკის ინსტრუმენტებს ამ მიმართულებით.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს ბოლო წლებში მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს, რომელიც უკავშირდება ADB-ის მიერ სხვადასხვა სფეროში (ენერგეტიკა, წყალმომარაგება, საგზაო ინფრასტრუქტურა) განხორციელებულ პროექტებს. განხილული იქნა მიმდინარე რეფორმების ძირითადი მიმართულებები და ბანკთან არსებული და დაგეგმილი პროექტების მნიშვნელობა. ხაზი გაესვა სახელმწიფო საწარმოების რეფორმის, ენერგეტიკის ბაზრის განვითარებისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების, რეგიონალური დერეფნისა და ინტეგრირების, ასევე, ადამიანური კაპიტალის განვითარების მიმართულებით დაგეგმილ რეფორმებს და ბანკთან თანამშრომლობის როლს ამ საკითხებში.

გამოითქვა იმედი, რომ მომავალ წლებში აზიის განვითარების ბანკი კვლავ გააგრძელებს ქვეყნის მხარდაჭერას, როგორც სტრუქტურული, ისე ეკონომიკური რეფორმების მიმართულებით.

ევგენი ჟუკოვი 25 წელზე მეტია მუშაობს აზიის განვითარების ბანკში (არის ყაზახეთის მოქალაქე). 1995 წლიდან ეკავა სხვადასხვა თანამდებობა. მიღებული აქვს ეკონომიკის მაგისტრის ხარისხი (კლერმონის უნივერსიტეტი-აშშ). 2021 წლის იანვრიდან აღნიშნულ თანამდებობაზე მან შეცვალა ვერნერ ლიპახი, რომელიც ასევე, თითქმის 30 წელი მუშაობდა ბანკში

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
01

31/10/2023
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
04

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023