საზოგადოება
03/12/2020

ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსის მქონე პაციენტის მისაღებად 538 თავისუფალი საწოლია

ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის მქონე პაციენტის მისაღებად 538 თავისუფალი საწოლია. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის,თამარ გაბუნიას განმარტებით, ყევალაზე მეტად დატვირთული თბილისის საწოლფონდია.

„პაციენტების ნაკადების მართვა მარტვი არ არის, მაგრამ არც იმის პრობლემაა, რომ მძიმე პაციენტი კლინიკაში მოხვდეს. ამასთან, გუშინ გაძლიერებული კოვიდ სასტუმროს სახით გაეშვა Holiday inn, სადაც დამატებითი მკურნალობის შესაძლებლობა შეიქმნა.

პაციენტები, რომლებსაც არ სჭირდებათ დიდხანს კლინიკაში დაყოვნება შეგვიძლია სწრაფად გადავიყვანოთ კოვიდ სასტუმროში. ეს კი ჰოსპიტალური საწოლების გათავისუფლების საშუალებას გვაძლევს.“-აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით დღევანდელი მდგომარეობით 7103 საწოლია. აქედან დილის 9 საათის მდგომარეობით დატვირთულია 6 329. შეფასების პროცესშია 255 პაციენტი. ინტენსიური საწოლი სჭირდება 1243 პაციენტს, ხელოვნური ვენტილაცია კი 378-ს.